ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კომპანია "ავტო მოლი" დაარსდა 2018 წლის 1 მარტს. ჩვენი კომპანია წარმოადგენს ავტო ბაზრობას, სადაც გთავაზობთ მრავალფუნქციურ მომსახურებას ერთ სივრცეში.

"ავტო მოლის" ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, გაყიდოთ და (მოიყვნაოთ და გააჩეროთ თქვენი ავტომობილი გასაყიდად ჩვენს დაცულ და დაზღვეულ ავტო სადგომზე), მიყიდოთ თქვენი ავტომობილი "ავტო მოლს" საბაზრო ღირებულების 90%–მდე შეფასებით, გადაცვალოთ თქვენი ავტომობილი "ავტო მოლის" კუთვნილ ავტომობილში. აგრეთვე ისარგებლოთ ავტოლიზინგის პირობებით, შეძლებთ ტერიტორიიდან გაუსვლელად გადაიფორმოთ ავტომობილი.

ჩვენთან თქვენ მოგემსახურებიან კვალიფიციური კონსულტანტები, რომლებიც გაგიმარტივებენ ავტომობილის შერჩევის დამღლელ პროცედურას. "ავტო მოლი" ცდილობს ხელი შეუწყოს ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გავრცელებას საქართველოში, რათა შემცირდეს გამონაბოლქვით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება.

ჩვენთვის თითოეული თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია!